ახალი ამბები
ხაშურში 3 ბავშვი მოიწამლა
ხაშურში სამი ბავშვი მოიწამლა. მშობლის ინფორმაციით, ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი ერთ-ერთ კვების ობიექტში შეძენილი სუში გახდა. როგორც მშობელი ყვება, სიმპტომები საკმაოდ მძიმეა.

ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„მოწამვლის ზუსტი მიზეზი ექიმებმა უნდა დაადგინონ. ასევე მიმდინარეობს იმის გარკვევა, რა გახდა ინტოქსიკაციის წყარო. საქმეში უკვე ჩართულია ეპიდემიოლოგი და მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია შემთხვევა“, – აცხადებენ ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები