ახალი ამბები
ძალადობისა და მუქარის ფაქტი ხაშურში
ხაშურში მამა-შვილზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული შეყვარებულის სახლში მივიდა, ჯერ გოგოს დაემუქრა, შემდეგ კი მის მამას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ) და ასევე სსკ-ის 151-ე მუხლით [მუქარა].
Print

სტატიის გამოყენების პირობები