ახალი ამბები
ცხინვალში მდინარე ლიახვმა მამაკაცი გაიტაცა
ცხინვალში მდინარე დიდ ლიახვში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. დასახმარებლად საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს.

სააგენტო ,,რესის" ცნიბით, 25 ივლისს, 17:20 საათზე, კრიზისული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასაბერ კამერაზე მცურავი ახალგაზრდა მამაკაცი წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.

,,ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მაშველები მდინარის კალაპოტსა და სანაპირო ზოლს რამდენიმე კილომეტრის მონაკვეთზე ამოწმებენ."- წერია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სააგენტოს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები