ახალი ამბები
ნაურუ აღარ აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს
ნაურუს სახელმწიფომ ოფიციალურად უკან გაიწვია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება

ინფორმაციას ვკითხულობთ კუნძულოვანი სახელმწიფოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ მედია რელიზში:

„ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ აუქმებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებას.”

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ნაურუმ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები