გორში, რესტორან ,,პაბში" დანით ორი პირი დაჭრის ფაქტზე
შსს განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი
დაზიანების ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს,
ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები
მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით
დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს."- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები