ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ქარელის საბავშვო ბაღებში მომხდარ ფაქტზე ,,ქართლის ამბები'' გუშინ
წერდა.
დღეს სუს-ის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„გამოძიებით
დადგინდა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული
ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და
ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების
გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც
ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის
მიწოდება.
აღნიშნული
კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა, 2026 წლის მაისში, საბავშვო
ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი
და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი
ოდენობით თანხას" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყების ცნობით,
გამოძიება სსსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე
197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან
9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიის გამოყენების პირობები