გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში
დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები
დაიდგა.
ადგილობრივების ცნობით, მონუმენტები ივანე თვალიაშვილის
ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით აღიმართა.
ივანე თვალიაშვილი წლების მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა.
მისი ნეშტი აფხაზეთიდან რამდენიმე წლის წინ გადმოასვენეს და სამხედრო
პატივით ვაშლიჯვარში, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა ძმათა
სასაფლაოზე დაკრძალეს.
ივანე თვალიაშვილი
— 1993 წლის 24 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბასთან
გამართულ ბრძოლაში დაიღუპა.
იური პატარაძე —
1993 წლის 23 ივლისს, სოხუმის მისადგომებთან, ტყვიის მასივში გამართულ
მძიმე ბრძოლაში დაიღუპა.
მონუმენტები
გმირულად დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად დაიდგა. შინდისში
მათ სახელებს ქუჩებიც ატარებს.
სტატიის გამოყენების პირობები