,,მინიმუმ სამი საწოლის თეთრეული მაქვს გასარეცხი + სხვა
სახეობის ტანსაცმელი და ცალკე თეთრები, რომელსაც გამოხარშვის პროცესი
სჭირდება, და ეს პროცესი 2 საათამდე რეცხვის რეჟიმს
ითვალისწინებს!
წყლის მარაგი, რაც მქონდა ჭურჭლის რეცხვასა და ხელ-პირის
დაბანაზე, უკვე ისე ამომეწურა, რომ წუხანდელ დაგროვილ ჭურჭელს
ახლანდელიც მიემატება და ესეც გასარეცხი მექნება! დასაბანი
ვარ.
მთელი კვირაა წყალი ისე მალე მოდის და წყდება, რომ
ფიზიკურად ვერ ჩაეტევა ადამიანი იმ დროში, ყველაფრის გაკეთება
მოასწროს, რაც გასაკეთებელია! მე კიდე მარტო ვცხოვრობ და ვისაც ოჯახში
2-3-4 წევრი ჰყავს, ვისაც მოხუცი ან ბავშვი ჰყავს მოსავლელი, იმან
რაღა უნდა გააკეთოს, ერთი ამიხსენით?!
ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება.
ან დაღლილი ხარ
ადამიანი და კარგად გამოძინება გინდა და ვერც მაგას მოახერხებ,
იმიტომ, რომ ასე, ჩემსავით, ბომჟად გაიღვიძებ და წყალი არ მოდის,
პირსაც კი ვერ დაიბან, რადგან გუშინ მთელი დღე ასევე არ იყო წყალი,
ვერ აავსე საკმარისი იმისთვის, რომ საჭმელი მოამზადო და პროდუქტი
გარეცხო და ა.შ.!
თქვენ ავად ხომ არ
ხართ, ხალხოო?! იცით მაინც, გარეთ რა დროა? რა ტვინი წაიღეთ უკვე
მთელი კვირააა! წყალი ვერ დავიჭირე, რომ ან გაქაფული არ დავტოვო
აბანოში და ისე არ დაწყდეს, ან სარეცხის ერთი გარეცხვაა მაინც მივიდეს
გავლების ეტაპამდე, რომ გავლება მოასწროს!
მე თუ მინდა,
შუადღის 2 საათამდე ძილი მინდა მეძინოს და შფოთვებით არ ვიღვიძებდე —
გათენდა, არიქა, წყალს მივასწრო-თქო!
რა დროა
გარეთ-მეთქი, გეკითხებით?!"
ავტორი: ნ.ფ.
სოფელი ქვემო ჭალა, კასპი
სტატიის გამოყენების პირობები