„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას „ფორმულასთან“ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი გიორგი აბრამიშვილი ადასტურებს.
აბრამიშვილის განცხადებით, ზარდიაშვილი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით მიდის. ამ დროისთვის ის შვებულებაში იმყოფება და შვებულების დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. როგორც ,,ქართლის ამბებს" აცნობეს, ზარდიაშვილი შვებულებას მშობლიურ სოფელში გაატარებს კასპის მუნიციპალიტეტში.
ვანო ზარდიაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 2 აგვისტოს გავრცელდა. მიზეზად 24-25 ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა დასახელდა.
სტატიის გამოყენების პირობები