31 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 20 წლის ა.ბაძაღუა.
ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:
„დადგინდა, რომ აღნიშნულმა დამრღვევმა უნებლიედ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი ცხინვალის რაიონის სოფელ ღრომის მიმდებარე ტერიტორიაზე.“
„მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ მე-14 მუხლის შესაბამისად, ბაძაღუა ა.მ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გააძევეს“, წერია „რესის“ ცნობაში.
სტატიის გამოყენების პირობები