გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ავტომატიდან რამდენიმე პირს ესროლეს. დაიჭრა ერთი ადამიანი. ტყვიები მოხვდა ავტომანქანასაც.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე დაკავებულია 4 პირი, მათგან ერთი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ხოლო 3, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
„გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა გორის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მძიმე დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა კიდევ ორ თანასოფლელს ესროლა, რა დროსაც დაზიანდა ერთ-ერთი პირის მანქანა.
ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამმა პირმა იცოდა, თუმცა მათ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს.
ოთხივე მათგანი დაკავებულია. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები