ახალი ამბები
ტინისხიდელების მიმართვა მელიორაციის სამსახურს

„მოგმართავთ ტინისხიდის, ორთაშენის და თედოწმინდის მოსახლეობას, რათა მოვითხოვოთ, მელიორაციის ბალანსზე არსებული ჩვენი სარწყავი არხის ჩვენს ბალანსზე გადმოტანა!

რათა შევძლოთ ჩვენი ძალებით დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა!

ეს უკანასკნელი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, ერთ თეთრს არ ხარჯავს იმისთვის, რომ ამ სამ სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდეს.

მოგეხსენებათ, ყოველწლიურად ყველა სოფელს სოფლის პროგრამის ფარგლებში გვერიცხება 20 000 ლარი, ანუ ჩვენი ორთაშენისა და თედოწმიმდის ჯამური რაოდენობა არის 60 000 ლარი.

ჩვენი არხი ჩვენს ანუ სოფლის ბალანსზე რომ იქნება, თავისუფლად შეგვეძლება აღნიშნული თანხის გამოყენება სარწყავ არხზე. ამ თანხით მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ არხის პრობლემები.

შეკეთდება დაზიანებული მონაკვეთები, თავისდროზე იქნება არხი თავიდან ბოლომდე გაწმენდილი და თავის დროზე ექნება ყველა მოსახლეს სარწყავი წყალი.

საერთოდ მოშლილია სარწყავი არხის ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ზოგან (ლატოკებია) ჩასალაგებელი, ზოგან ბეტონია ჩასასხმელი, ელემეტარული საუბნო გამშვები ფარები გამოსულია მწყობილებიდან და გვიწევს მიწით ან ქვა ღორღით დაკეტვა-გაშვება.

ამ საქმეებს ორი და სამი ათასი ლარი არ ეყოფა. თუ არხი მელიორაციის ბალანსიდან ჩვენს ბალანსზე არ გადმოვიდა, სარწყავი არხი ყოველ წელს მოუგვარებელი იქნება“, აღნიშნავენ ტინისხიდში მცხოვრები მოქალაქეები, რიმლებიც, მოსახლეობისგან აკრეფილი თანხებით, ცდილობენ მოაწესრიგონ სარწყავი არხები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები