ახალი ამბები
გორის მერიაში სპორტის განყოფილება გაუქმდა
დღეიდან, გორის მერიაში სპორტის განყოფილება გაუქმდა.

როგორც განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი, თეა კეჩხუაშვილი აცხადებს, სამსახურის გაუქმება მის გასათავისუფლებლად მოხდა, ხოლო ფუნქციები გადააბარეს კულტურის სამსახურს:

,,სპორტი “ჩაბარდა” კაცს რომელზეც დისციპლინარული საქმის წარმოება მიმდინარეობს, რომელმაც მერიის ბიუჯეტის ფულით დაბეჭდა საკუთარი წიგნი….ხოდა, ვინც ეს უღირსობა დაგეგმა, მოიწონა და განახორციელა, მინდა ჩემი ეხლად შექმნილი პრობლემებით იაროს მთელი ცხოვრება…მე რა თქმა უნდა ბრძოლას გავაგრძელებ…"- აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

სპორტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა ცნობილი სპორტსმენი, სამბოში სსრკ ორგზის ჩემპიონი (1987, 1989) და სსრკ თასის მფლობელი (1986), ორგზის ევროპისა (1987, 1989) და მსოფლიო ჩემპიონი (1987, 1989). საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1985, 1986). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი ჯემალ მჭედლიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები