ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების
ხელმძღვანელები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩევლის
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ბრიფინგით გამოეხმაურნენ.
„ვგმობთ, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
მრჩეველის მიერ, გორის მერის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ, მუქარის
შემცველ და სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებს, ვგულისხმობთ საკრებულოს
სხდომის შემდეგ მედიასაშუალებებთან გაკეთებულ კომენტარს.
მან, ასევე უხეშად მიიწერა, ქალაქ გორის მერიის მიერ განხორციელებული,
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, უხეშად შეიჭრა მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციებში.
ჩვენ არ ვაპირებთ ვუპასუხოთ მისივე ტონით. არ ვყოფილვართ, არ ვართ და
არც ვიქნებით ორიენტირებულნი შეურცხყოფაზე, სიცრუეზე და მოსახლეობის
პრობლემებით მანიპულირებაზე (რაც ცხადად გამოიკვეთა ბაზრის საკმაოდ
სერიოზული პრობლემის განხილვისას).
ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ ჩავერთოთ ყველა სიკეთის მომტან, შედეგზე
ორიენტირებული ინიციატივის განხორციელებაში და არ ვმონაწილეობთ
პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებში.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი მოქმედებები მხოლოდ აზარალებს ჩვენს ქალაქს.“
- ნათქვამია მათ განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები