ახალი ამბები
სინდისის პატიმრების მშობლები ქარელში
მშობლები მოსახლეობაში იმ გაზეთებს დაარიგებენ, სადაც მათი შვილების წერილებია გამოქვეყნებული.

ამ ღონისძიებით ახლობლები ცდილობენ მოქალაქეებს მიაწოდონ რეალური ინფორმაცია, თუ როგორ უსამართლოდ და უკანონოდ არიან დაკავებულნი პროევროპული აქციების მონაწილეები.

ასევე, მათი მიზანია, წერილების საშუალებით, სინდისის პატიმრების გაცნობა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

,,ქარელისკენ მივდივართ. პროპაგანდა არ ისვენებს და არც ჩვენ არ ვისვენებთ. სიმართლის გამავრცელებელი საზოგადოება სიმართლის სადარაჯოზე," - წერს თეონა ჭალიძე.
ქარელში ყოფნისას, სინდისის პატიმრების მშობლებმა ანატოლი გიგაურის ოჯახიც მოინახულეს. სტუმრებს ანატოლის მეუღლემ, თამარ მაღლაკელიძემ, შვილებთან ერთად, უმასპინძლა.

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, არაერთი ჯილდოს მფლობელი ანატოლი გიგაურიც პროევროპული აქციების დროს 2024 წელს დააკავეს.
შს სამინისტრო ანატოლი გიგაურს, თავდაპირველად, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ვიდემტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ანატოლი გიგაური თავს იცავს ერთ-ერთი პილიციელის თავდასხმისას, საქმე წინააღმდეგობის მუხლით გადააკვალიფიცირეს. ანატოლი გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები