„2008 წლის პროვოკაციის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო! ამ პროვოკაციის გეგმა და მოკლე ქრონოლოგია იყო ასეთი.
რუსების გეგმის მიხედვით, მარიონეტმა სეპარატისტებმა, (ჯერ კიდევ ივლისში) გახსნეს ცეცხლი, ქართული მხარის კონტროლქვეშ მყოფი სოფლების მიმართულებით!
ამას უნდა მოჰყოლოდა და მოჰყვა კიდეც, იქ მცხოვრები მოსახლეობის აყრა და სოფლების დატოვება!
ქართველებისგან დაცარიელებულ სოფლებში უნდა შემოსულიყვნენ და ეზეიმათ „ტერიტორიების დაბრუნება“.
ამის შემდეგ იყო (მხოლოდ) ორი ვარიანტი და ორივე ვარიანტის შედეგი აწყობდა რუსეთს!
თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ორგანიზებულად დაიწყებოდა გამოსვლები ლოზუნგით, „საქართველოს ტერიტორიები გაყიდა და უბრძოლველად დაუთმო მოღალატე მთავრობამ და სააკაშვილმა!“
ამას მთელ ქვეყანაში უნდა გამოეწვია დიდი არეულობა და უნდა დასრულებულიყო ხელისუფლების დამხობით.
ვითომ ოსების დასახმარებლად დაიძრებოდა როკის გვირაბის იქით, წინასწარ მობილიზებული, აურაცხელი რუსის ტექნიკა, ჯარი და ცხინვალის გავლით (Тбилиси за три дня) დაიკავებდა თბილისს.
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს არ ეცლებოდათ, ყველა ოლიმპიადის გახსნაზე იყო. საქართველოს ხელისუფლებას კი შეეშინდებოდა და გაიქცეოდა.
ეს ვერ შესრულდა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გაიქცა და ყველა მეგობარი ქვეყნის, (მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების) პირველი პირები სასწრაფოდ ჩამოიყვანა თბილისში.
თბილისში, რუსთაველზე მყოფი, ნატოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტების უსაფრთხოებაზე კი, სწრაფი და აუცილებელი რეაგირება მოჰყვა ამერიკის და ნატოს, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ლიდერშიპის მხრიდან.
ამან შეაჩერა რუსეთი და საქართველოს კიდევ ერთხელ ვერჩამოშლის შემდეგ, დაიწყო კამპანია „სააკაშვილმა დაიწყო ომი და ჩააბარა ქართული სოფლები“!“, წერს ზურაბ არსოშვილი, რომელიც 2006-2008 წლებში იყო შიდა ქართლის საფინანსო პოლიციის ყოფილი უფროსი.
სტატიის გამოყენების პირობები