ხაშურის მერს ახალი მანქანა ჩამოუყვანეს. მერიის ბიუჯეტიდან 69 500 ლარი გადაიხადეს.
ბოლო სხდომაზე მერმა პაატა ჩადუნელმა საკრებულოს წევრებს ორი ძველი მანქანის გაყიდვის ნებართვა სთხოვა. მისი სურვილი დააკმაყოფილეს.
„მოძველებული ტექნიკა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, აუქციონის წესით გავასხვისოთ და მიღებული შემოსავლით ახალი, ეკონომიური და ბიუჯეტური ტექნიკა შევიძინოთ. იმ ხარჯის გაწევას, რაც ძველი ტექნიკის მოვლა-პატრონობას სჭირდება, ჯობია ახალი ავტომანქანების შეძენას მოვახმაროთ, რადგან მათი ექსპლუატაცია ნაკლებ დანახარჯთან არის დაკავშირებული“, განაცხადა ხაშურის მერმა, პაატა ჩადუნელმა, საკრებულოს სხდომაზე.
სტატიის გამოყენების პირობები