ახალი ამბები
დირბაში სასმელი წყლის მიწოდება კვირაზე მეტია შეწყვეტილია

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში კვირაზე მეტია სასმელი წყლის მიწოდება შეწყვეტილია.

როგორც ადგილობრივებმა „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, დაიწვა მოტორი, რომლის შესაკეთებლად სპეციალისტს თბილისიდან ელოდებიან, თუმცა არ ჩანს.

„ჭაბურღილი გაკეთებულია ტახტისძირში. იქიდან წყალს ქაჩავენ, მოდის დირბამდე, ივსება ავზები და მერე თვითდინებით ეზოებში მოდის.

კვირაზე მეტია, მოტორი დამწვარია. ვერ ვაკეთებთ, სპეციალისტი უნდა ჩამოვიდეს თბილისიდანო, ველოდებით უკვე 8 დღეა. მთელი სოფელი, 3000 ადამიანი დამოკიდებული ვართ ამ წყაროებზე. უნდა იყოს 2 მოტორი, რომ ერთი რომ დაიწვება, მეორემ იმუშავოს“, გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა ტარიელ დავლაშერიძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები