ახალი ამბები
ოქროსოფელში IX-X საუკუნის ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

ქარელის სოფელ ოქროსოფელში IX-X საუკუნეების ეკლესიის რეაბილიტაციას, ადგილობრივების ცნობით, ეპარქიის წარმომადგენლები აპირებენ. იქ პირველი მოსახლეც გაჩნდა.

მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში, ძეგლთა აღწერილობის მიხედვით, შემორჩენილია მოხატულობა, ცხენზე ამხედრებული წმ. მეომარი გველეშაპს კლავს. თანმხლები ასომთავრული წარწერა დაზიანებულია.

„სავარაუდოა, რომ საკურთხეველში წარმოდგენილი იყო ფეოდალური ხანის ქართული ეკლესიის მოხატულობისათვის დამახასიათებელი ჰერალდიკური კომპოზიცია, კერძოდ, პირით ერთმანეთისაკენ მიბრუნებული ორი ცხენოსანი წმ. მეომარი, რომელთაგან ერთი გველეშაპს კლავს, ხოლო მეორე, მეფეს“, წერია ძეგლთა აღწერილობაში.

არის თუ არა ინფორმირებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ძეგლზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, ამ ეტაპზე სააგენტოში გაგზავნილ შეკითხვაზე არ გვიპასუხეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები