კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, არაგეგმურად შეამოწმეს ინდმეწარმე გ.მ., რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მეწარმე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას.
კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები