„მაგნიტის“ ქსელის ვაუჩერებს არიგებენ ფრონეს ხეობიდან დევნილებისთვის.
თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, თითო ოჯახი 3 ცალ 50-ლარიან ვაუჩერს მიიღებს.
„4 აგვისტოდან დავიწყეთ სასურსათე ბარათების დარიგება, რომელიც მოიცავს 150 ლარის ღირებულების სასურსათო პროდუქტის შეძენას მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობისათვის.
პროდუქტის მიღება შესაძლებელი იქნება „მაგნიტი“-ს მაღაზიათა ქსელიდან და ერთ ოჯახს მიეცემა 50 ლარის ღირებულების 3 (სამი) ცალი ვაუჩერი.
ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ამა წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით“, აღნიშნულია თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები