კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე აცხადებს, რომ სასკოლო ფორმები პირადად შეამოწმა, რის შემდეგადაც დარწმუნდა, რომ პროდუქცია ხარისხიანია.
„მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას სასკოლო ფორმების ხარისხთან დაკავშირებით.
მისი კარგი ხარისხის ისედაც მჯეროდა, თუმცა როდესაც პროდუქცია პირადად შევამოწმე, საკუთარი თვალით ვნახე, ახლა დამატებით გიზიარებთ:
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფორმები არის ძალიან კარგი ხარისხის. შესაბამისად, გავრცელებული ხმები მათი უხარისხობის შესახებ წარმოადგენს დეზინფორმაციას.
სასკოლო ფორმის ტარება არის სავალდებულო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განსაზღვრა მისი ღირებულება, კერძოდ:
სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება, 25 ლარით“, წერს კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
სტატიის გამოყენების პირობები