ახალი ამბები
13 აგვისტოს ,,ანტენაში" ,,სინათლე მედიის" მხარდასაჭერი გამოფენა გაიმართება
კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ერთი წლის წინ 13 აგვისტოს დაიწყო.

2026 წლის 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, თბილისში, ,,ანტენას'' სივრცე, რომელიც აერთიანებს ბარს, საკონცერტო სივრცესა და კულტურულ ღონისძიებებს, ,,სინათლე მედიის'' მხარდასაჭერ გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება დამოუკიდებელი ონლაინმედიების ქსელის შექმნის დასაწყისსაც აღნიშნავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინტერაქციული ექსპოზიცია. დამთვალიერებელი თავად შეძლებს გამოააშკარაოს ის მესიჯები, რომლებიც ქალაქის კედლებიდან მიზანმიმართულად წაიშალა.

სივრცეში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კამპანიის ფარგლებში შექმნილ, "სინათლე მედიას" გაზეთს, რომელიც საქართველოში არსებული ცენზურის, წნეხისა და ისტორიის გადაწერის მცდელობას წარმოაჩენს.

სტუმრებს ასევე შეეძლებათ შეიძინონ გამოფენის პარტნიორი ბრენდების პროდუქცია. შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ონლაინმედიების დასახმარებლად გადაირიცხება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები