ახალი ამბები
ტანას ხეობაში საბურავების ნაგავსაყრელებზე საზოგადოებას მიმართვენ

მდინარე ტანას ხეობაში საბურავების ნაგავსაყრელებია.

ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელი ქეთევან თურაზაშვილი ავრცელებს.

ვიდეომიმართვაში საზოგადოებას ის იმ ადგილებს უჩვენებს, სადაც საბურავები ყრია.

„ეს არის საწამლავი. ამ მდინარეს იყენებს ხალხი, სად არის მაკონტროლებელი ორგანოები, გარემოს დაცვა, ადგილობრივი ხელისუფლება. ხელფასს რაში იღებთ, მიხედეთ ტანას ხეობას“, აღნიშნულია მიმართვაში.

ტანას ხეობა დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. დაცული ლანდშაფტის მოვლა-პატრონობა რამდენიმე უწყებას ევალება, ესენია:

ტანა-თეძმის დაცული ლანდშაფტი (გორის მერია)

ტანას აღკვეთილი (დაცული ტერიტორიების სააგენტო)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (გარემოს დაცვის სამინისტრო)

Print

სტატიის გამოყენების პირობები