ქალაქ გორში დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები ორ
დღეში დაიწყება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამშენებლო კომპანია
,,ჯი-ემ ჯი გრუპის" წარმომადგენელმა აცნობა.
გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულმა კომპანიამ
ხელშეკრულება 2016 წლის 29 მარტს გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის
საფარის აღდგენის სამუშაოები 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა
დასრულდეს.
,,ტექნიკა გორში უკვე ჩამოვიყვანეთ. სოფელ ხიდისთავის ტერიტორიაზე
გვიყენია. მუშებისთვის სახლი უკვე ვიქირავეთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ
მუშაობა ზეგიდან დავიწყოთ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ხვალიდანვე
დავიწყოთ. ყველანაირი მოსამზადებულ სამუშაოებს ვამთავრებთ" - გვითხრეს
კომპანიაში.
გორის მერიამ ერთი თვის წინ ტენდერი 100 000 ლარზე გამოაცხადა.
თბილისში რეგისტრირებულმა გამარჯვებულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება,
რომ გორის ორმოულებს 81 000 ლარად გააკეთებს.
რაც შეეხება გზების სრულ რეაბილიტაციას, გორის მერიამ რამდენიმე
ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და აღნიშნულ ინფორმაციას სრულად
მოგაწვდით.
სტატიის გამოყენების პირობები