ოკუპირებულ ახალგორის (ლენინგორის) რაიონში, სოფელ კორინთასთან, გზის პირზე სამარხები გამოჩნდა. ადგილზე არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ცნობებით, კვლევებში მონაწილეობენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ ოსეთის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები.
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომელ პერიოდს მიეკუთვნება აღმოჩენილი სამარხები, რა არქეოლოგიური მასალაა მათში და რას გვეტყვის ეს აღმოჩენა“, აღნიშნავენ არქეოლოგები.
სტატიის გამოყენების პირობები