ახალი ამბები
გორში ხანძრის ცრუ განგაში დაფიქსირდა

გორში, სამეფო ქუჩაზე, სადაც ყოფილი სასტუმრო „ქართლი“ და სავაჭრო ცენტრი მდებარეობს, მეხანძრეები და სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განგვიცხადეს, ცრუ განგაში იყო.

მეხანძრეებმა მაინც დაათვალიერეს ყოფილი სასტუმროს შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, თუმცა ხანძრის კვალი არ აღმოჩნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები