ახალი ამბები
ხაშურში წყლის მოწამვლის შემდეგ ახლადგებულ ასფალტს ხელახლა თხრიან

ხაშურში ლომოურის ქუჩაზე ახლადდაგებულ ასფალტს ხელახლა თხრიან.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი იტყობინება, სასმელ წყალს კანალიზაციის წყალი შეერია და მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, მოიწამლნენ.

ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან და ხელმოწერებს აგროვებენ. მარიამ მეყანწიშვილის ცნობით, ითხოვენ რეაგირებას, თუ რატომ მოხდა ეს ამბავი.

ლომოურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს კომპანია „ჰედეფ ჯორჯია“ ასრულებს, კომპანიის საკონტაქტო ნომერზე „ქართლის ამბებს“ არ უპასუხეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები