ახალი ამბები
ხაშურში მძღოლმა მგზავრები შუა გზაზე დატოვა

სურამისკენ მიმავალი მგზავრები ხაშურში შუა გზაზე დატოვეს, მათ შორის, შშმ ბავშვი და ხანდაზმული ქალი.

ფაქტის შესახებ მოქალაქე მერი ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის თბილისიდან ხაშური-სურამის მიმართულებით მარშრუტკით მგზავრობდა. მისი თქმით, მძღოლმა მგზავრები ხაშურში ჩამოიყვანა და განუცხადა, რომ სურამამდე გზის ცუდი მდგომარეობის გამო ვერ წავიდოდა.

„ხაშურში ჩამოგვყარა მარშუტკიდან, ცუდი გზა არისო და თქვენი გულისთვის ვერ წავალ სურამშიო“, წერს ჩუგოშვილი.

მისივე ინფორმაციით, მგზავრებს შორის სამი ადამიანი იმყოფებოდა: ხანდაზმული ქალბატონი, დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც შშმ სტატუსი აქვს და აუტისტური სპექტრის მდგომარეობა აქვს.

ჩუგოშვილის თქმით, მათ უცხო ქალაქში გზის დამოუკიდებლად გაკვლევა და სურამამდე მისვლა გაუჭირდათ.

„ნუ მოიქცევით ასე, მძღოლებო. სიკეთე წაგადგებათ“, წერს მოქალაქე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები