ახალი ამბები
17 აგვისტოდან, გორის მერიაში 46 თანამშრომელი აღარ მივა.

ხვალიდან, 17 აგვისტოდან, გორის მერიაში 46 თანამშრომელი აღარ მივა.

მერი კონსტანტინე ბუზალაძე, როგორც თავის მოხსენებით ბარათში საკრებულოს წევრებს უხსნიდა, მერიტოკრატიული სისტემის დამყარება სურდა.

მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 269-დან 223-მდე შემცირდა, შტატების შემცირებისა და რამდენიმე განყოფილების გაუქმების შედეგად.

თანამშრომლებს საქმიანობის გაგრძელების ვადა 2026 წლის 15 აგვისტომდე ჰქონდათ. შემცირებას რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის გაუქმება და თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა.

გათავისუფლებული 46 თანამშრომელი ერთთვიან კომპენსაციას მიიღებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები