კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, სადაც მოქალაქეები მოიწამლნენ, დაზიანებული აღმოჩნდა სადრენაჟე სისტემა.
როგორც მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციის სპეციალისტი აცხადებს, აღდგენითი სამუშაოები 17 აგვისტოდან დაიწყება.
„დაზიანებულია სოფელ დოესის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სადრენაჟო სისტემა, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება ხვალ დილიდან. სისტემის სრულად აღდგენამდე სასმელი წყლის მიწოდება მოხდება შეზღუდული გრაფიკით“, აცხადებს სპეციალისტი.
სტატიის გამოყენების პირობები