გორის ცენტრში (ადმინისტრაციული შენობის გვერდით), სადაც ახალი, მრავალსართულიანი კორპუსები აშენდა, სანიაღვრე სისტემა არ არსებობს.
ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები წერს, რომელიც აღნიშნავს, რომ ყოველი წვიმის დროს გუბეები დგება.
ამილახვრის ქუჩა ერთ-ერთი ის ადგილია ქალაქში, სადაც 2020-21 წლებიდან მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყო. მისი ამშენებლები ამაყობენ, რომ გორში წარმატებულ პროექტებს (კორპუსების მშენებლობას) ჩაუყარეს საფუძველი.
სტატიის გამოყენების პირობები