კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ, თელიანში (ყარაღაჯი), დოესსა და თელიანის დევნილთა დასახლებაში, სასმელი წყლის მოხმარების შედეგად, რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი და რამდენიმე ბავშვი, შეუძლოდ გახდა.
ადგილობრივი მცხოვრები ნაზო ბერიაშვილის თქმით, მისი ოჯახის შვიდივე წევრი მოიწამლა:
„მთელი ოჯახი მოწამლულია, ბავშვებიც კი, შვიდი ადამიანი. არც წამალი მოქმედებს.“
ნონა მაყიშვილი კი ამბობს, რომ დოესში წყლის დალევის შემდეგ მოიწამლა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა:
„მეც მოწამლული ვარ. დოესში დავლიე წყალი და მომწამლა. ახლა მომხსნეს სისტემა, გადასხმა გავიკეთე. სიკვდილი მანატრებინა, ისე ცუდად ვარ.“
მძიმე ვითარებაა ზემო ხანდაკშიც:
„საქონელი არ დალევს ისეთ წყალს, როგორიც მოდის. სად ჰყავს სოფელს პატრონი? ნიაღვარი ჩადის ბასეინში და იმ წყალს სვამს ხალხი. კიდევ მადლობელი ხანდაკის ხალხს, რომ მართლა არ იწამლებიან. გაუკონტროლებელი წყალი აქვს სოფელს“, — მარეხი შაქარაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები