ახალი ამბები
გორში საგზაო მონიშვნების განახლებაზე 550,000 ლარი იხარჯება

გორში საგზაო მონიშვნების განახლება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზების დახაზვაზე 550 000 ლარი იხარჯება.

ტენდერის პირობების მიხედვით, შესრულებულ საგზაო მონიშვნებს 3-წლიანი გარანტია უნდა ჰქონდეს.

გორში გზები ბოლოს 2023 წელს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დაიხაზა. წინა პროექტის ფარგლებში შესრულებულ საგზაო მონიშვნებზე გარანტიის ვადა 1 წელი იყო.

ახალი პროექტის შემთხვევაში გარანტიის ვადა სამ წლამდეა გაზრდილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები