ხაშურში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთი უკვე დაახლოებით ორი თვეა გათხრილია. ადგილობრივების ინფორმაციით, ტერიტორიაზე წყალი გროვდება, რაც მათი თქმით, კორპუსის მდგრადობას შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, გათხრილი ტერიტორია კორპუსის საძირკველთან ახლოს მდებარეობს და სამუშაოების დაწყების შემდეგ შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვენ.
„მგონი, უკვე საშიშროებაა, საძირკველი გამოთხარეს, მდინარის დონემდეა გათხრილი და შესაბამისმა სამსახურებმა მოგვაქციოთ ყურადღება, სანამ რამე საშინელება მოხდება“, აღნიშნულია ადგილობრივების მიმართვაში.
მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, ადგილზე შეისწავლონ ვითარება და შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად დროული რეაგირება მოახდინონ.
სტატიის გამოყენების პირობები