გაირკვა, რომ ხაშურში, ლომოურის ქუჩაზე, ახლად დაგებული ასფალტის ქვეშ ახლად გაყვანილი სასმელი წყლის მილი დაზიანდა.
ამის გამო გზის საფარი რამდენიმე ადგილას გათხარეს და საბოლოოდ დაზიანების კერას მიაგნეს. ამ ეტაპზე უცნობია, მილი საგზაო სამუშაოების დროს დაზიანდა თუ სასმელი წყლის სისტემა უხარისხოდ გაკეთდა.
როგორც ხაშურში მცხოვრები მარიამ მეყანწიშვილი იტყობინება, დღეს მოსახლეობას სასმელი წყალი ცისტერნებით მიაწოდეს. მისი თქმით, გუშინ ფეკალური მასები და სასმელი წყალი ერთმანეთს შეერია, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე მოიწამლა.
სტატიის გამოყენების პირობები