სოფელ ზერტში მოსახლების ნაწილი, სასმელი წყლის მაღალ გადასახადს აპროტესტებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გასულ თვეს სოფელში მათი მოთხოვნით ყველა აბონენტი გამრიცხველიანდა, თუმცა თვის ბოლოს გადასახადმა კოლოსალურ თანხას მიაღწია.
კერძოდ, თუ ისინი გასულ თვეებში ფიქსირებულ 10 ლარს იხდიდნენ, ახლა გადასახადი 25-დან 80 ლარამდე მერყეობს. ზერტელების თქმით, აგვისტოს თვეში მათ წყალი მხოლოდ დილის საათებში მიეწოდებოდათ და მრიცხველების მიერ დაწერილი ციფრები არარეალურია.
მოსახლეობა სოფელში წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების ჩასვლას და მრიცხველების შესწავლას ითხოვს.
სტატიის გამოყენების პირობები