„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა, რათა პირადად გასცნობოდა იმ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელსაც დამკვირვებლები საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ეწევიან, და ენახა, როგორ ინარჩუნებენ ისინი კავშირს კონფლიქტით დაზარალებულ თემებთან.“
ინფორმაცია ამერიკის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
ემი დიაზი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად 10 ივლისს დაინიშნა.
სტატიის გამოყენების პირობები