ახალი ამბები
ღარიბაშვილის ადვოკატმა წერილის ავთენტურობა დაადასტურა

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული წერილი ნამდვილად ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის:

„მე არ მიმიტანია, მაგრამ ორ ინფორმაციას მოგცემთ სულ: ვადასტურებ, რომ ბატონი ირაკლის წერილია ეგ, რაც ფეისბუქში გამოქვეყნდა და მეორე ის, რომ უფრო დეტალურად ხვალე გაავრცელებს ინფორმაციას“, ამბობს ადვოკატი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

დღეს, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი.

წერილის მიხედვით, ექს-პრემიერს სთავაზობენ, რომ კორუფციის ახალი საქმე თავის თავზე აიღოს. ღარიბაშვილი ამ მოთხოვნას ღირსების შემლახავ ქმედებად მიიჩნევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები