თურქეთში, საერთაშორისო „Turkish Open Karate“ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად, გორის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის, შოტოკან კარატე-დოს სპორტსმენები, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მიემგზავრებიან.
შეჯიბრება 21-23 აგვისტოს, სტამბოლში, Başakşehir Sport Complex-ში გაიმართება. ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას და შეჯიბრება Kumite-სა და Kata-ს დისციპლინებში ჩატარდება.
გორის შოტოკან კარატე-დოს გუნდის სენსეია ლევან სადაღაშვილი.
ტურნირზე გორს წარმოადგენენ:
დაჩი ღვინიაშვილი
გაბრიელ გაბარაევი
გიორგი მოციქულაშვილი
მედეა დარჩიძე
„სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობაა“, აღნიშნავენ კლუბში.
სტატიის გამოყენების პირობები