ახალი ამბები
კარალეთის დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის პრობლემა შეისწავლეს

კარალეთის დევნილთა ზედა და ქვედა დასახლებებში საკანალიზაციო სისტემის პრობლემები სპეციალისტებმა შეისწავლეს.

მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ დევნილთა დასახლების დატბორვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი აგრარული ბაზრის აშენება გახდა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ახალი ბაზრის მშენებლობის დროს საკანალიზაციო ქსელის ნაწილი გადაკეთდა, თუმცა გარკვეული მონაკვეთი ძველ მდგომარეობაში დარჩა.

„სწორედ ეს მონაკვეთი პრობლემურად ფუნქციონირებს, ვერ უზრუნველყოფს სათანადო გამტარუნარიანობას და პერიოდულად იწვევს საკანალიზაციო ქსელის შეტბორვას“, აღნიშნულია დასკვნაში.

საპროექტო ორგანიზაცია გორის მერიას ურჩევს, რომ მოაწყოს ახალი ქსელი, დაახლოებით 1334 მ სიგრძეზე, რომლისთვისაც საჭიროა 36 შემკრები ჭა. კანალიზაციის ახალი ქსელის მოსაწყობად კი თანხა მერიამ უნდა გაიღოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები