ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც მთელი ქონება დაუყადაღეს და საპატიმროდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, შიდა გზებს აწესრიგებს.
ფოტოს საკრებულოს წევრი (,,გირჩიდან“) ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს:
„კარგია, როცა ადამიანს უყვარს საკუთარი სოფელი და ყურადღებას აქცევს მის პრობლემებს“, წერს ზაზა მეხრიშვილი.
საუბარია ლევან გამრეკელზე, რომელიც ამ სოფლიდანაა. გამრეკელი იყო ხაშურის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე 2021-24 წლებში. ის 2025 წლის შემოდგომით 5 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, გამრეკელმა სახელმწიფოს ზიანის ნაწილი აუნაზღაურა, ელოდებიან დარჩენილი თანხის ანაზღაურებას.
სტატიის გამოყენების პირობები