კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში [ყარაღაჯი] ბაღიდან ატამი მოიპარეს. როგორც ბაღის მეპატრონე აცხადებს, წაღებულია 500 კგ-მდე ოდენობის ატამი.
როგორც ირკვევა, ამ სოფელში ქურდობის ფაქტები სხვა დროსაც ხშირია:
ლიანა: - ჩემგან ნამყენი ნერგები წაიღე, ზაზა. თან შერჩევით, საუკეთესოები. თხილის ნერგი საერთოდ არ დამიტოვეს.
მაკა: მეც მაგ დღეში ჩამაგდეს, 80 ძირიდან 3 ცალი დატოვეს ან დარჩათ.
მანანა: ,,თვენახევრის უკან ჩვენც მოგვპარეს ეზოდან, გული დამწყდა. შვილიშვილების ჩამოსვლას ველოდი, მათ ვუნახავდი, ეთხოვათ და თავად გავუმასპინძლებოდი,სირცხვილი მათი.''
სტატიის გამოყენების პირობები