ძამის ხეობის გზაზე უმეთვალყურეოდ დატოვებული ცხენები მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. ადგილობრივების ინფორმაციით, გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით სახიფათოა როგორც დღის, ისე საღამოს საათებში.
როგორც მოქალაქეები წერენ, მძღოლებს მოულოდნელად შექმნილ დაბრკოლებებთან გამკლავება უწევთ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს ზრდის.
„ქართლის ამბები“ ცოტა ხნის წინაც წერდა ანალოგიური შემთხვევის შესახებ, როდესაც სოფელ ზღუდერთან ავტომობილს ცხენების რემა დაეჯახა. მანქანაში იმ დროს ფეხმძიმე ქალი იჯდა.
მოქალაქეები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, საკითხით დაინტერესდნენ და მიიღონ ზომები
სტატიის გამოყენების პირობები