ახალი ამბები
გორის მერია ინსპექციის დაფინანსებას 160 000 ლარით ზრდის

გორის მერია პარკინგისა და ავტობუსის კონტროლიორების სამსახურს დაფინანსებას უზრდის.

ფინანსურმა სამსახურმა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის შესახებ საკრებულოს უკვე მიმართა.

2026 წლის დარჩენილ თვეებში მუნიციპალური ინსპექცია დამატებით 160 000 ლარს მიიღებს. უკვე დამტკიცებულ საშტატო ნუსხის პირობებში, უცნობია, როგორ გადანაწილდება ეს თანხები - პრემიებსა თუ ხელფასებში.

კონტროლიორებისა და პარკინგის სამსახურის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება და 1 მლნ ლარს აჭარბებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები