ახალი ამბები
ზემო ხანდაკში მოსახლეობას მღვრიე წყალი მიეწოდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში მოსახლეობას მღვრიე წყალი მიეწოდება.

როგორც ირკვევა, სადრენაჟე სისტემა დაზიანებულია და წყალი მიწის ზევით ამოდის. მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელი და წვიმის წყალი ერთმანეთს ერევა.

მერიის განცხადებით, წყლის დეფიციტს დებეტის ნაკლებობა იწვევს. აქ ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში მიმდინარეობდა 6 კმ-იანი სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა და რეზერვუარის რეაბილიტაცია; პროექტის ღირებულება 550,337 ლარი იყო.

კასპის მერიაში აცხადებენ, რომ სადრენაჟე სისტემა წელს აღდგება, რაზეც 330 000 ლარი დაიხარჯება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები