ქალაქ ხაშურში მდინარე სურამულაზე საუბნო ხიდის მშენებლობა
მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.
გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულ ადგილზე ადრე
ხელოვნურად გაკეთებული გადასასვლელი იყო გაკეთებული:
„იმ ადგილას, სადაც ხიდი შენდება, ადრეც იყო საუბნო დამაკავშირებელი
ხიდი მდინარე სურამულაზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ
კუსტარულად იყო დამზადებული. 2015 წლის წყალდიდობის შემდეგ,
მოსახლეობამ ხიდის დემონტაჟი მოახდინა ეზოების დატბორვის თავიდან
აცილების მიზნით.“ - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით ახალი ხიდი იქნება, როგორც ფეხით
მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისთვის.
ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000 ლარზე მეტი
გამოიყო.
სამუშაოები 2016 წლის 15 მარტს დაიწყო და 40 დღეში დასრულდება.
სტატიის გამოყენების პირობები