ახალი ამბები
რუსმა ბლოგერმა გორში ბაზრის ნაცვლად იუსტიციის სახლი იპოვა

რუსმა ბლოგერმა გორში ბაზარს ვერ მიაგნო. როგორც ვიდეოში ამბობს, სურდა ადგილობრივი პროდუქტების დაგემოვნება:

„ამბობენ, რომ ეს ბაზარი რეგიონში საუკეთესოა და, ჯანდაბა, ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, აქ რაღაც მაინც მოვკბიჩოთ“.

ბლოგერი ჭავჭავაძის გამზირზე გარემოს აკვირდება და ამჩნევს, რომ ქუჩაში უამრავი მაღაზიაა.

„ნახეთ, მობილური ტელეფონების ამდენი მაღაზიაა, მეგობრებო, აქვე ახლოს ბაზარიც უნდა იყოს“,

ხედავთ, ყოველ ნაბიჯზე რაღაც იყიდება. სპორტული ფეხსაცმელებიც კი, წონით, რა თქმა უნდა. ოქროს ჩაბარებაც არის. აბა, როგორ გეგონათ?“ - ყვება ვიდეოში.

თუმცა ბაზრის პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

„აჰ, მხოლოდ ის ვერ გავიგე, თვითონ ბაზარი სად არის“, - ამბობს ბლოგერი და ცოტა ხანში ამატებს: „კარგი, მეგობრებო, ვეძებთ ბაზარს“.

ბოლოს ბლოგერი შენობას ამჩნევს და ფიქრობს, რომ დანიშნულების ადგილს მიაგნეს:

„ოჰ, ვხედავ. მოვედით, მოიცადე, მოიცადე! ეს ხომ იუსტიციის სახლია, მგონი? კი, კირილ, ეს იუსტიციის სახლია“,

„დიახ, ეს სააკაშვილის მემკვიდრეობაა — მის მეუღლეს ხომ ძალიან უყვარდა როტერდამის არქიტექტურა. და აი, შედეგიც. მომისმინეთ, საკმაოდ კარგი შენობაა. საოცარია! აი, ხედავ? შენ კი ამბობდი - სტალინი, სტალინი...“ - მიმართა თანამგზავრს ბლოგერმა მაქსიმ ვერნიკმა.

ვიდეოს მიხედვით, ისინი ,,ქართლის ქუჩაზე'' გარემოვაჭრეებთან ერთ კილოგრამ ვაშლს და მწვანილეულს ყიდულობენ. ჯამში 6 ლარს ხარჯავენ და შემდეგ სტალინის მუზეუმსიკენ გაემართებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები