ახალი ამბები
გორის მერიაში შტატების შემცირებით გამოთავისუფლებული 400 000 ლარი საახალწლო განათებებსა და პარკინგს მოხმარდება

შტატების შემცირების შემდეგ გორის მერიაში 400 000 ლარი გამოთავისუფლდა.

გამოთავისუფლებული თანხის დიდ ნაწილს უკვე კონკრეტული მიმართულება მისცეს - 150 000 ლარი საახალწლო განათებებისთვის, 160 000 ლარი კი პარკირებისა და კონტროლის სამსახურისთვის.

ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებებს საკრებულო 11 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცებს. მერიაში, საშტატო ნუსხის მიხედვით, 15 აგვისტოდან შტატების რაოდენობა 46 ერთეულით შემცირდა.

როგორც რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული, გაუქმებული სპორტის სამსახურის წარმომადგენელი თეა კეჩხუაშვილი აცხადებს, სამუშაოს გარეშე, ძირითადად, 13 ადამიანი დარჩა. მისი თქმით, დანარჩენი თანამშრომლები ა(ა)იპ-ებში გადაანაწილეს, რამდენიმე კი საკრებულოშიც გადაიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები