ახალი ამბები
გორის IV საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია არც წელს დაიწყება
გორის IV საჯარო სკოლაში სწავლა 2024 წლის თებერვლიდან შეწყვეტილია. აქ სწავლა არც წელს დაწყება. მოსწავლეები 2024 წლიდან I საჯარო სკოლაში არიან გადანაწილებულნი.



მეოთხე საჯარო სკოლის შენობაში ამ დრომდე სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა და არც წელს, 2026 წელს დაიწყება.

როგორც სკოლის დირექტორმა, მარინე აბუაშვილმა გვითხრა, მიმდინარე წელი პროექტირებას დაეთმობა. როგორც სკოლას შეპირდნენ, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 2027 წლის გაზაფხულზე გამოცხადდება.




რატომ შეწყდა 2 წლის წინ სწავლა, ამ კითხვაზე სკოლის დირექტორი გვპასუხობს;

,,იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. სახურავიდან წყალი მთლიანად შიგნით ჩაიცალა, ჩამორეცხა ყველაფერი. დაიდო დასკვნა, რომ შენობა ბავშვებისთვის არ იყო უსაფრთხო"- ამბობს სკოლის დირექტორი



Print

სტატიის გამოყენების პირობები